ჯანმრთელობა / მედიცინა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი შექმნას. თუმცა დასავლელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ვაქცინის ფართო გამოყენებამდე კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. სტატიაში ნათქვამია, რომ კვლევის მონაწილე ყველა პაციენტის ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდა და არცერთ მათგანს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ქონია. საუბარია...

ბათუმში “ორბის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში “ორბის” ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, თუმცა ის სამსახურში ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ ყოფილა და Covid-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ქალის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, საკონდიტრო “დონაა”. როგორც ცნობილია, ინფიცირებული ქალი საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თამაშრომლის დედაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასევე  დაუდასტურდა კორონავირუსი. ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 15 ბათუმს უკავშირდება, მათ...

რამდენად მომაკვდინებელია Covid19- რა ვიცით პანდემიის 5 თვის თავზე

15.5 მილიონამდე ინფიცირებული; 631 000-ზე მეტი გარდაცვლილი; 9.3 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელებული – ასეთია დღეისთვის კოვიდ-19-ის სტატისტიკა. იმის მიუხედავად, რომ პანდემია მსოფლიოში უკვე 5 თვეზე მეტია მძვინვარებს, სპეციალისტებს ჯერჯერობით მაინც უჭირთ ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენად მომაკვდინებელია ახალი კორონავირუსი. მითუმეტეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს. ზოგიერთი შეფასების მიხედვით, ახალი კორონავირუსი შეიძლება 10-ჯერ, 13-ჯერ მეტ...

შვედეთი და ბრიტანეთი:Covid19-თან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია და ერთნაირი შედეგი

ლონდონში და სტოკჰოლმში კორონავირუსის გავრცელების ტემპები დაახლოებით ერთნაირი აღმოჩნდა, მიუხედავად მასთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგიისა, რომლებიც ამ ქვეყნებმა აირჩიეს. ამის შესახებ კვლევის შედეგები მეტყველებს. სტოკჰოლმმა პანდემიის დასაწყისიდანვე გადაწყვიტა უარი ეთქვა მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებაზე, იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში კარანტინი შემოიღეს, შვედეთში რესტორნები და მაღაზიები ჩვეულებრივ მუშაობდა. ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ მაისისთვის კორონავირუსისადმი იმუნიტეტი სტოკჰოლმის მოსახლეობის 40%–ს გამოუმუშავდებოდა, თუმცა როგორც ჩატარებული...

კორონავირუსის ჩინური ვაქცინა მზად წლის ბოლომდე იქნება

ჩინური კომპანია Sinopharm პირობას დებს, რომ ვაქცინას წლის ბოლომდე დაამზადებს. კომპანიის მეთაურმა, ლიუ ცზინჩჟენმა განაცხადა, რომ ტესტირების ბოლო ეტაპი შესაძლოა უახლოეს სამ თვეში დასრულდეს. მანამდე კომპანია აცხადებდა, რომ ვაცინა 2021 წელზე ადრე ვერ იქნებოდა მზად, რადგან ჩინეთში კლინიკური ცდების ჩასატარებლად საკმარისი პაციენტები არ არიან. თუმცა ახლა ჩინურმა კომპანიამ ვაქცინის ორი შტამის ტესტირებისთვის მოხალისეები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იპოვა. იქ კვლევებში დაახლოებით 15...

რას ნიშნავს უსაფრთხო სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რას გვირჩევენ ექსპერტები

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი ახალი წესი დამკვიდრდა სამსახურში თუ საყიდლებზე სიარულისას. სექსუალური ჯანმრთელობის დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციის მონაცემებით ცვლილებები შეეხო სექსსაც. ტერენს ჰიგინსის ფონდი აქვეყნებს რჩევებს, რომელთა მიხედვით ადამიანებს ეძლევათ რეკომენდაცია თავი შეიკავონ კოცნისგან, გაიკეთონ ნიღაბი სექსის დროსაც და მოერიდონ ისეთ პოზებს, რომელთა დროსაც პარტნიორების სახეები ერთმანეთს ახლო მანძილზე ეხება. ეს შესაძლოა ძნელად მოგეჩვენოთ, თუმცა ფონდის განცხადებით “ადამიანებმა უნდა...

მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

რუსეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე მზად აქვს და რომ შედეგს 2 თვეზე ნაკლებ დროში ადამიანებზე გამოცდის საფუძველზე მიაღწიეს. თუმცა, ამ განცხადებამ მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით შეაშფოთა, ერთის მხრივ დროის ასეთ მოკლე პერიოდში მისი შემუშავების და მეორეს მხრივ იმის გამოც, რომ არ არსებობს ვაქცინის გამოცდის სრული მონაცემები. მათ მიაჩნიათ, რომ სრული მონაცემების გაცნობის გარეშე, ძალიან ძნელია ამ ვაქცინის ნდობა. კორონავირუსის საწინააღმდეგო...

10 ახალ ინფიცირებულს შორის 1 სამედიცინო პერსონალია, 2-ის წყარო უცნობია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბიას თქმით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია, ორის წყარო კი უცნობია. “1-ის წყარო არის სოფელი ლენჯერი, 1-ის ქობულეთი ანუ კაფე “ჰავანა” 1-ის წყარო დადასტურებულთან კონტაქტი, 4 შემოტანილი შემთხვევა და აქედან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალი, 2-ის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება”, – თქვა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურა,...

დღის ამბები