საზოგადოება

ჩაკეტილი ადამიანი იყო, რას განიცდიდა, არ ამბობდა – რას წერს ბაჩალიაშვილის ბებია ჩვენებაში

თამარ ბაჩალიაშვილის ბებიის, რიტა ზურაბიშვილი ჩვენებაში ყვება, რომ მისი შვილიშვილი ჩაკეტილი და ემოციური ადამიანი იყო. მისი ჩვენების მიხედვით, ბაჩალიაშვილი ამზადებდა პროექტს, მაგრამ რა ტიპის პროექტზეა საუბარი, გარდაცვლილის ბებიისთვის უცნობია. “თამარ ბაჩალიაშვილთან მქონდა ძალიან ახლო, ბებია-შვილიშვილური ურთიერთობა. იგი ჩემს საცხოვრებელ სახლში ატარებდა საკმაოდ დიდ დროს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, თუმცა თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი პიროვნება და პირად თემებზე, გრძნობებზე ან განცდებზე ფაქტიურად არ საუბრობდა. თამარი იყო ძალიან ემოციური ადამიანი,...

აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა ხვალიდან აღდგება – თანამშრომლებს COVID-19 არ დაუდგინდათ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან განახლდება. “აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს”,– თქვა კოხრეიძემ. რამდენიმე დღის წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო 5...

გორში ავარიას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა – ავტომობილს მისი მამა მართავდა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს, ბავშვის მამა დაზიანებები არ მიუღია. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს...

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი შექმნას. თუმცა დასავლელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ვაქცინის ფართო გამოყენებამდე კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. სტატიაში ნათქვამია, რომ კვლევის მონაწილე ყველა პაციენტის ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდა და არცერთ მათგანს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ქონია. საუბარია...

ბათუმში “ორბის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში “ორბის” ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, თუმცა ის სამსახურში ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ ყოფილა და Covid-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ქალის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, საკონდიტრო “დონაა”. როგორც ცნობილია, ინფიცირებული ქალი საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თამაშრომლის დედაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასევე  დაუდასტურდა კორონავირუსი. ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 15 ბათუმს უკავშირდება, მათ...

აქცია განათლების სამინისტროსთან

შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ყველა სტუდენტს ექნება -  ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრის დროს, ამ საჭიროებების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მანამდე  კი, განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ეფექტური ღონისძიებების გატარება მოითხოვეს.

მუსიკალური სასწავლებელი როიალის გარეშე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დახმარებას ითხოვს

უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი და ფაკულტეტი, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, ყოვლად გამოუსადეგარი ინსტრუმენტების ამარაა დარჩენილი.   განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა როიალების მხრივ, ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ. “კონსერვატორიაში არსებულ პრობლემებს შორის როიალების პრობლემა ერთ-ერთი უმწვავესია. – ეს საბჭოთა პერიოდის დანატოვარია, რომელიც არც შეკეთებას ექვემდებარება და ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერც შეცვლას ვახერხებთ. – კონსერვატორია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, რომელიც დაარსებიდან დღემდე, წარმატებით...

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერი სრულად განახლდება

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 687 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ზონა მოეწყობა, სადაც კაუჩუკის საფარზე კომბინირებული ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება LED სანათები და ყველა შესაბამისი ინვენტარი. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა ტრენაჟორებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები 7 დიდ ქალაქში: ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდსა და ქუთაისში ჩატარდა. 27 ივნისიდან დღემდე გამართულ შეხვედრებს 300-მდე საჯარო უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა პერსონალური მონაცემების დაცვისა და საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევები,...

კორონავირუსის ჩინური ვაქცინა მზად წლის ბოლომდე იქნება

ჩინური კომპანია Sinopharm პირობას დებს, რომ ვაქცინას წლის ბოლომდე დაამზადებს. კომპანიის მეთაურმა, ლიუ ცზინჩჟენმა განაცხადა, რომ ტესტირების ბოლო ეტაპი შესაძლოა უახლოეს სამ თვეში დასრულდეს. მანამდე კომპანია აცხადებდა, რომ ვაცინა 2021 წელზე ადრე ვერ იქნებოდა მზად, რადგან ჩინეთში კლინიკური ცდების ჩასატარებლად საკმარისი პაციენტები არ არიან. თუმცა ახლა ჩინურმა კომპანიამ ვაქცინის ორი შტამის ტესტირებისთვის მოხალისეები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იპოვა. იქ კვლევებში დაახლოებით 15...

რას ნიშნავს უსაფრთხო სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რას გვირჩევენ ექსპერტები

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი ახალი წესი დამკვიდრდა სამსახურში თუ საყიდლებზე სიარულისას. სექსუალური ჯანმრთელობის დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციის მონაცემებით ცვლილებები შეეხო სექსსაც. ტერენს ჰიგინსის ფონდი აქვეყნებს რჩევებს, რომელთა მიხედვით ადამიანებს ეძლევათ რეკომენდაცია თავი შეიკავონ კოცნისგან, გაიკეთონ ნიღაბი სექსის დროსაც და მოერიდონ ისეთ პოზებს, რომელთა დროსაც პარტნიორების სახეები ერთმანეთს ახლო მანძილზე ეხება. ეს შესაძლოა ძნელად მოგეჩვენოთ, თუმცა ფონდის განცხადებით “ადამიანებმა უნდა...

მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

რუსეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე მზად აქვს და რომ შედეგს 2 თვეზე ნაკლებ დროში ადამიანებზე გამოცდის საფუძველზე მიაღწიეს. თუმცა, ამ განცხადებამ მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით შეაშფოთა, ერთის მხრივ დროის ასეთ მოკლე პერიოდში მისი შემუშავების და მეორეს მხრივ იმის გამოც, რომ არ არსებობს ვაქცინის გამოცდის სრული მონაცემები. მათ მიაჩნიათ, რომ სრული მონაცემების გაცნობის გარეშე, ძალიან ძნელია ამ ვაქცინის ნდობა. კორონავირუსის საწინააღმდეგო...

უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა – გიორგი გახარია

უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს., – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთავის მაჟორიტარის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე. „რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სერიოზულად იყო აღქმული. უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს. სწორედ ამიტომ იყო...

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

საქართველოს გენერალური პროკურატურა გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის შეხვედრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული...

მედიასა და ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი მასალის გავრცელება იკრძალება – კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება. “ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს. “ბავშვის უფლებათა კოდექსის” ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს რეგულაციებს და აღსრულების მექანიზმებს. თუ რა ითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად, იხილეთ ქვემოთ: მადლობა მინდა ვუთხრა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და...

დღის ამბები