რეგიონები

ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. "მოქალაქეების" სახელით ბათუმში მაჟორიტარობისთვის გენრი დოლიძე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში გიორგი გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის კი გიორგი მასალკინი იბრძოლებს. ალეკო ელისაშვილის თქმით, მათ წარადგინეს მებრძოლი ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ ხალხისთვის, მათი პრობლემების მოსაგვარებლად და რეგიონის წარმატებისთვის. ელისაშვილის შეფასებით, კანდიდატებმა დაამტკიცეს, რომ თავისი პრინციპების ერთგულები არიან. "გენრი დოლიძე ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული...

ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 20 შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში დადასტურებული „კოვიდ 19“-ის 20 ახალი შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა. ამასთან, ინფიცირებულთა შორის ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც დადასტურებულთან კონტაქტში იმყოფებოდა. ე.წ ხოფის ბაზრობას დღეს მუშაობა შეწყვეტილი აქვს, რადგან ყოველი თვის პირველი ორშაბათი დასვენების დღედ ითვლება. თუმცა, ნონა ეფაძე ამბობს, რომ ბაზრობა ხვალ მუშაობას არ განაახლებს.

UNFPA-ს ინიციატივით, ხულოში ახალგაზრდების გაძლიერებისა და გენდერული თანზასწორობის ხელშეწყობისათვის, ღონისძიებები გაიმართა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან და კომპანია „სილქნეტთან“ თანამშრომლობით, დაბა ხულოში ახალგაზრდების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე ღონისძიება გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, ხულოს ცენტრალურ მოედანზე, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა. ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16...

შავი ზღვის მთელ სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს, 7 სექტემბერს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. მათივე ინფორმაციით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. „გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია...

რუსთავში „ავერსის“ კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლების 80-მდე კონტაქტია დადგენილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი "ავერსის" კლასტერიდანაა. "ავერსის" კლინიკათა ქსელის რუსთავის ფილიალში კორონავირუსი დღეს კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ეპიდკვლევა აქტიურად მიმდინარებს, ამ დროისთვის დადგენილია 80-მდე კონტაქტი, მათგან 20 სკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი, 60 კი თვითიზოლაციაში. 31 აგვისტოდან დღემდე, კლინიკა ,,ავერსის" მედპერსონალს და მათ კონტაქტებს, ჯამში 15...

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დემეტრე თავდადებულისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

აჭარის ტელევიზიის მაუწყებლობა ხვალიდან აღდგება – თანამშრომლებს COVID-19 არ დაუდგინდათ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას ხვალიდან განახლდება. “აჭარის ტელევიზია ხვალ აღადგენს მაუწყებლობას. თანამშრომლები დაემორჩილებიან იმ ინსტრუქტაჟს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვცა. თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი თანამშრომლები 12 დღის შემდეგ ხელახლა გაიტესტებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს”,– თქვა კოხრეიძემ. რამდენიმე დღის წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო 5...

გორში ავარიას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა – ავტომობილს მისი მამა მართავდა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი გარდაცვლილი იყო. თავად ავტომობილის მძღოლს, ბავშვის მამა დაზიანებები არ მიუღია. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს...

ბათუმის “რვაფეხას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ,,რვაფეხას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „რვაფეხას” სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა. კაფე „ფანტაზიას” („რვაფეხას”) მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი ,,ქართუს” მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან ნაგებობა ძლიერი დაზიანების გამო არ ფუნქციონირებდა. ნაგებობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე, მოპირკეთდა მოზაიკით. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები. კაფე...

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განუცხადა, PCR კვლევა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან და კოვიდის გამოხატული ნიშნები აქვთ. „კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალსაც. გუშინ ვისაც ჩაუტარდა ტესტი, საბედნიეროდ, ყველა პასუხი უარყოფითია“,- განაცხადა ნინო ვიბლიანმა. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება სოფელ ლენჯერში განმეორებითი ტესტირება.

დავით ერემეიშვილი – რეაბილიტირებული ხელოვნების სკოლა ქუთაისში თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება

ქუთაისის ხელოვნების სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ხელოვნების სკოლის განახლებული შენობა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათივე ინფორმაციით, სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის 370000 ლარი დაიხარჯა. გარემონტდა როგორც ფასადი, ასევე შეიცვალა შიდა ინფრასტრუქტურაც. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეაბილიტაცია ჩაუტარდა საკონცერტო დარბაზს და სცენას, სამეცადინო ოთახებს, გასახდელს. დამონტაჟდა განათების, წყალგაყვანილობის და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემა, განახლდა...

აჭარის უმაღლესი საბჭო – ჯილდოების შესახებ კანონის პროექტი 14 ხმით დამტკიცებულია

მესამე მომსმენით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, შენიშვნების გათვალისწინებით დამტკიცდა დავით გაბაიძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მიღებული კანონის თანახმად, აჭარაში მოღვაწე განსაკუთრებული დამსახურების მქონე მოქალაქეები ტბელ აბუსერისძის სახელობის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ორდენით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მედლით დაჯილდოვდებიან. მათივე ინფორმაციით, კანონი ასევე ითვალისწინებს საპატიო...

ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო

აჭარაში, ახალი სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობაში გარდამავალ ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან და გომის მთასთან დააკავშირებს, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მონტაჟი მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ახალი ტურისტული მიმართულება შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს შექმნის. კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში...

რუსთავში ველოსიპედების მაღაზია გაქურდეს

რუსთავში ველოსიპედების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მეგობრობის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქურდებმა შესასვლელი კარი გატეხეს, მაღაზიიდან ჩაფხუტები და თანხა წაიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში მხილებულია 3 არასრულწლოვანი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები