პოლიტიკა

მობრძანდეს, მობრძანდეს – გახარია მიხეილ სააკაშვილზე

“მობრძანდეს… მობრძანდეს”. – ასე ეხმიანება პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ჩამოსვლასთან დაკავშირებულ გეგმებზე ხვალ ისაუბრებს. “ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით”. – წერს სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე. მან 27 სექტემბერს ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ ახალი წევრი წარადგინა

პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ახალი წევრი, ბესიკ ესებუა წარადგინა. ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ესებუა ჩხოროწყუში „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ პარტიის თავმჯდომარე იქნება.

დავით ბაქრაძემ ლანჩხუთში მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ლანჩხუთში მხარდამჭერებს შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა. პარტიის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლის დროს გაზრდილ კრიმინალზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ნეპოტიზმზე და ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს. „მე მჯერა, რომ ბევრი ადამიანი მოვა ლანჩხუთში, გურიაში არჩევნებზე ვისაც უნდა საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. პარტიის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ კონკრეტული გეგმა გააცნო.

კახა კალაძე – ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას

2012 წელს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად მოვიდა და მოძალადე ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა ხელიდან გამოვტაცეთ. ჩვენ ერთად შევძელით და დავამკვიდრეთ მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წალკაში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეზე და მის საჭიროებებზე მორგებული რეფორმების...

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ

ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, აგვისტო, ბოლო წლების განმავლობაში, მძიმე თვეა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა - აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალკაში განაცხადა, სადაც ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა. მთავრობის მეთაურმა ეროვნული გმირის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. „ეს მიწა უაღრესად მშრომელი ხალხის მიწაა და რაც...

ხმებიც და ვითარებაც სწორედ მათგან არის დასაცავი, ამას შევძლებთ – ვოლსკი ოპოზიციაზე

ქართული ოცნების დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტობის კანდიდატის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის საუბარი გამარჯვებაზე წინასაარჩევნო ბაქიბუქია. მისი თქმით, არა ოპოზიციამ, არამედ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას საარჩევნო ხმები. “რაც შეეხება თვითონ კანდიდატურებს, მათ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, დამარცხების და გამარჯვების შესახებ საუბარს, რასაკვირველია, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ანალიზი, ვისთან გვაქვს საქმე, რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და სად არის მათი გაერთიანების მთავარი წერტილი. ეს...

დიდუბეში მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ჯაფარიძეს, საბურთალოზე უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ – მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ მკაფიოდ მხარს უჭერს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურად დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, საბურთალოს ოლქში კი “უბრალოდ” საკუთარ კანდიდატს არ დააყენებენ. “ჩვენ მკაფიოდ მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად, რაც შეეხება საბურთალოს, ჩვენ იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ. ბევრი ღირსეული კანდიდატია საბურთალოს რაიონში ოპიზიციიდან თავმოყრილი და ჩვენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ კანდიდატი არ...

წარმატებები, კონტრასტის უპირობო ლიდერი ხარ! – ხატია დეკანოიძე ჯაფარიძეს

ენმ–ს ერთერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებას ეხმიანება და ჯაფარიძეს უპირობო ლიდერს უწოდებს. “უაღრესად პრინციპულია წარსულის განსახიერების, ვოლსკის დამარცხება დიდუბე-ჩუღურეთში. წარმატებები.. კონტრასტის უპირობო ლიდერი ხარ!”,– მიმართავს დეკანოიძე ზურაბ ჯაფარიძეს. დღეს ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ 2 მაჟორიტარულ ოლქზეც შეთანხმდნენ. საბურთალოზე საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე. 

ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო, ის “ქართული ოცნების” სახეა – ზურაბ ჯაფარიძე

ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი დიდუბე–ჩუღურეთში, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძიე ამბობს, რომ აპირებს ქართული ოცნების კანდიდატი, გია ვოლსკი დაამარცხოს და მისი აზრით, ამაში ოპოზიციის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება. ჯაფარიძის თქმით, გია ვოლსკი ქართული ოცნების სახეა. “ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო. გია ვოლსკი არის ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ვიცე-სპიკერია, მანამდე ფრაქციის თავმჯდომარე იყო, არის ერთ-ერთი მთავარი კომენტატორი მიმდინარე მოვლენებზე ოცნების მხრიდან და ვაპირებ რომ...

მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ყველაზე რთულ ოლქში – ოქრუაშვილი

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ყველაზე რთულ ოლქში კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. “რაც მეტია სირთულე, მით უფრო საინტერესოა მათი გადალახვა”,– თქვა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა საბურთალოს ოლქში. მისი განცხადებით, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება მისთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ ორ ოლქზე(დიდუბე-ჩუღურეთი და საბურთალო) დაგვესრულებინა საერთო შეთანხმება, რომ სახელისუფლებლო მედიას და პარტიას არ ჰქონოდა ის ქილიკი, რასაც ის...

ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ – 30 პარტიის დეკლარაცია

ოპოზიციამ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე არჩევნებთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო. 30 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა დეკლარაციის ტექსტზე, რომლის მიხედვით 2020 წლის არჩევნებზე პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას იღებენ. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად იმუშავებენ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დაუყენეს. დოკუმენტის მიხედვით, პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და...

საბურთალოზე ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება

ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში თბილისის დარჩენილ 2 ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატზე შეთანხმდნენ. საბურთალოზე საერთო კანდიდატი გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, დიდუბე–ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე. ოქრუაშვილის კონკურენტი ქართული ოცნებიდან დავით სერგეენკოა, ხოლო ლელოდან ბადრი ჯაფარიძე. ახლა ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვავე ოლქში ჰყავთ შეთანხმებული საერთო კანდიდატი, რომელთა სიაც შემდეგნაირად გამოიყურება: ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო); გლდანი – ნიკა მელია (ერთიანი...

დღის ამბები