კულტურა

მუსიკალური სასწავლებელი როიალის გარეშე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დახმარებას ითხოვს

უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი და ფაკულტეტი, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, ყოვლად გამოუსადეგარი ინსტრუმენტების ამარაა დარჩენილი.   განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა როიალების მხრივ, ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატორიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ. “კონსერვატორიაში არსებულ პრობლემებს შორის როიალების პრობლემა ერთ-ერთი უმწვავესია. – ეს საბჭოთა პერიოდის დანატოვარია, რომელიც არც შეკეთებას ექვემდებარება და ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერც შეცვლას ვახერხებთ. – კონსერვატორია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა, რომელიც დაარსებიდან დღემდე, წარმატებით...

ბათუმის “რვაფეხას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ,,რვაფეხას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „რვაფეხას” სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა. კაფე „ფანტაზიას” („რვაფეხას”) მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი ,,ქართუს” მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ 2000 წლიდან ნაგებობა ძლიერი დაზიანების გამო არ ფუნქციონირებდა. ნაგებობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე, მოპირკეთდა მოზაიკით. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები. კაფე...

ქართული მაწვნის მომზადების ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართული მაწვნის მომზადებისა და მოხმარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საუბარია ბრძანებაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. “მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიცია”, – ნათქვამია ბრძანებაში. დოკუმენტი 30 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ჭიათურაში, ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციისას ახალი ნამოსახლარი აღმოაჩინეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას მეცნიერების მიერ ახალი ნამოსახლარი გამოვლინდა, რომელიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ერთი სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩენილი გვიანელინისტური ხანის რკინის იარაღით დასტურდება. ადრეული ნამოსახლარი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რადგან ის...

დღის ამბები