ვიდეო ამბები

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ ახალი წევრი წარადგინა

პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ახალი წევრი, ბესიკ ესებუა წარადგინა. ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ესებუა ჩხოროწყუში „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ პარტიის თავმჯდომარე იქნება.

„სინედოკ თბილისი“ რეგიონულ კინოჩვენებებს იწყებს

„სინედოკ თბილისი“ რეგიონულ კინოჩვენებებს იწყებს. „ჩვენ ვქმნით ემოციებს“ - ამ სლოგანით ტარდება წელს დოკუმენტური ფილმების ფესტივალი. ჩვენებები გორის კულტურისა და დასვენების პარკში დაიწყო. “ახალბაღის“ ღია კინოთეატრში, პოლონელი ქალი რეჟისორების ფილმები აჩვენეს. ფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება ქართველი, დანიელი, ფინელი და შვეიცარელი რეჟისორის დოკუმენტური ფილმები.

აქცია განათლების სამინისტროსთან

შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ყველა სტუდენტს ექნება -  ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნუნუ მიცკევიჩის თქმით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრის დროს, ამ საჭიროებების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მანამდე  კი, განათლების სამინისტროსთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ეფექტური ღონისძიებების გატარება მოითხოვეს.

„ევროპული საქართველოს“ შეხვედრა ლანჩხუთში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ლანჩხუთში შეხვდა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა. პარტიის ლიდერებმა კრიმინალის გაზრდილ შემთხვევებზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და ნეპოტიზმზე გაამახვილეს ყურადღება. პარტიის თავმჯდომარემ მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ გეგმა გააცნო. მასალას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მინსკში სპეცრაზმელებმა ფარები დაუშვეს და აქციის მონაწილეები ჩაეხუტნენ

  https://www.youtube.com/watch?v=rJs-nDGcAvE მინსკში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ.როგორც ბელარუსული მედია იუწყება, მთავრობის სახლთან მობილიზებულმა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების გამოჩენისას ფარები დაუშვეს. ამ მოვლენების ამსახველ ვიდეოს tut.by ავრცელებს. ასევე, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელებს აქციის მონაწილეები ჩაეხუტნენ. https://www.youtube.com/watch?v=03xpgWuBq90

“სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება „ –ლუკაშენკო ქარხნის მუშებს, რომლებიც სკანდირებდნენ “წადი!“

როგორც დაანონსებული იყო, ორშაბათს ლუკაშენკო მინსკის ტრაქტორების ქარხანაში მივიდა – ეს არის ერთ ერთი ქარხანა, სადაც პარასკევს მუშათა გაფიცვა დაიწყო. ქარხანა მინსკის ტერიტორიაზე მდებარეობს: ლუკაშენკო იქ ვერტმფრენით მივიდა, რომელიც საწარმოს შიდა ეზოში დაჯდა. ლუკაშენკო თან ახლდა უმცროსი შვილი ნიკოლაი, რომელიც გუში დამოუკიდებლობის მოედანზე მის მხარდამჭერ მიტინგზეც იმყოფებოდა. ვერტმფრენიდან გადმოსვლისთანავე ლუკაშენკო გაფიცულ მუშებს კიდევ ერთხელ დაემუქრა სამსახურიდან გაშვებით. “ვიცი, რომ ვიღაცეები...

დღის ამბები