ბიზნესი / ეკონომიკა

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზამ თურქმენული ტვირთი გაატარა

თურქმენეთში წარმოებული პროპილენის მორიგი პარტია მიეწოდა თურქეთს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით. აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, პროპილენით დატვირთული 40 კონტეინერისგან შემდგარი ბლოკ–მატარებლის ოპერირებას ახორციელებენ აზერბაიჯანული ADY Container, ქართული GR Logistics და თურქული Pasific Eurasia Logistics. სააგენტოს ინფორმაციით, ეს მესამე ბლოკ–მატარებელია, რომლებითაც თურქმენეთიდან თურქეთში პროპილენი გადაიტვირთა. სხვა მატარებლებიც 40 კონტეინერისგან შედგებოდა. პროპილენი ორგანული ნაერთია, რომელიც წარმოიქმნება ნავთობის, ქვანახშირის და ზოგი სხვა ნივთიერების მშრალი გამოხდით....

სექტორები, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რიგ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. კერძოდ, უცხოური ივესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა: უძრავი ქონებაში -93%-ით, მშენებლობაში - 79,6%-ით და დამამუშავებელ მრეწველობაში - 31,9%-ით. რაც შეეხება კონკრეტულ სექტორებს, სადაც ინვესტიციები შემცირდა ასე გამოიყურება: უძრავი ქონების სექტორი - 2019 წელს - 8,7 მლნ აშშ დოლარი - 2018 წელს...

5-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 365,7 ლარი გახდა

2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3,1 ლარით შემცირდა და 183.5 ლარით განისაზღვრა. 313 ლარიდან 307,9 ლარამდე შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც. საქსტატის მონაცემებით 2020 წლის ივლისში 365,7 ლარით განისაზღვრა 5-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, ეს კი 6,2 ლარით ნაკლებია ივნისთან შედარებით. 2019 წლის ივლისში კი 5-სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 373 ლარი იყო. ცნობისათვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს...

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0665 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0665 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0675 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 17 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0686 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6381 ლარია. ცნობისათვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ამ სისტემაში საქართველოდან ვაჭრობენ როგორც...

რა მოგებაზე მუშაობს თურქი ბიზნესმენის კომპანია, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

კომპანიამ „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმმა“, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა, 2019 წელს 27,004 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანია ამ ეტაპზე 1 სასტუმროს ფლობს და 5 სასტუმრო იჯარით აქვს აღებული. ცნობისათვის, საქართველოს საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები გასულ კვირას დაილისტა. B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგსა და სავაჭრო სისტემაშია...

დღის ამბები