ახალი ამბები

ბათუმში, კლინიკა “მედცენტრში” კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ერთი ინფიცირებული კლინიკის თანამშრომელია, ხოლო მეორე - პაციენტი. მათივე ინფორმაციით, კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს. "გუშინ პაციენტს, რომელიც გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას კლინიკაში, დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება. რადგან ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა, გადავწყვიტეთ პაციენტის იზოლაცია და პისიარ ტესტის ჩატარება. პასუხი მოვიდა დადებითი. პაციენტს გადაიყვანენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ყველა კონტაქტი, მედპერსონალი და იმ სართულზე მყოფი პაციენტები გამოკლვეულია, ყველა...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0829 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0829 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0829 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6440 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად...

ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. "მოქალაქეების" სახელით ბათუმში მაჟორიტარობისთვის გენრი დოლიძე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში გიორგი გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის კი გიორგი მასალკინი იბრძოლებს. ალეკო ელისაშვილის თქმით, მათ წარადგინეს მებრძოლი ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ ხალხისთვის, მათი პრობლემების მოსაგვარებლად და რეგიონის წარმატებისთვის. ელისაშვილის შეფასებით, კანდიდატებმა დაამტკიცეს, რომ თავისი პრინციპების ერთგულები არიან. "გენრი დოლიძე ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული...

არასრულწლოვნებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობა შეეძლებათ

არასრულწლოვნებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობა შეეძლებათ. შესაბამის ცვლილებებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილების შედეგად ამ უფლებით მოსარგებლე პირთა წრე ფართოვდება და მოიცავს ყველა არასრულწლოვანს განურჩევლად ფინანსური მდგომარეობისა და სისხლის სამართლის საქმის კატეგორიისა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად,“ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილი არიან უფასო...

საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი -„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ დარეგისტრირდა

„დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“ - ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. პროექტის ავტორია ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ბექა ნაცვლიშვილი. მასთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს წარსულის შეცდომებისა და მანკიერი პრაქტიკის ანალიზი, რათა გაცნობიერებულ იქნას, თუ რა პრობლემის წინაშე იდა ქვეყანა და დგას დღესაც. რეზოლუციის პროექტის თანახმად, „2012 წლის პირველი...

„ნაცმოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას ეპიდაფეთქების სამართავად 9-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები ლევან ანთაძე და გიორგი კირთაძე ქვეყანაში ეპიდაფეთქების სამართავად ხელისუფლებას 9- პუნქტიან გეგმას სთავაზობენ. როგორც მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული გეგმა შესაძლებლობას შექმნის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესები დაბალანსდეს. მათი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციით „ქართული ოცნება" სარგებლობს. „ქართულმა ოცნებამ" უნდა დაამთავროს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ასეთი ყალბი მიდგომა იწვევს უნდობლობას არამარტო „ქართული...

ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 20 შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში დადასტურებული „კოვიდ 19“-ის 20 ახალი შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა. ამასთან, ინფიცირებულთა შორის ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც დადასტურებულთან კონტაქტში იმყოფებოდა. ე.წ ხოფის ბაზრობას დღეს მუშაობა შეწყვეტილი აქვს, რადგან ყოველი თვის პირველი ორშაბათი დასვენების დღედ ითვლება. თუმცა, ნონა ეფაძე ამბობს, რომ ბაზრობა ხვალ მუშაობას არ განაახლებს.

UNFPA-ს ინიციატივით, ხულოში ახალგაზრდების გაძლიერებისა და გენდერული თანზასწორობის ხელშეწყობისათვის, ღონისძიებები გაიმართა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან და კომპანია „სილქნეტთან“ თანამშრომლობით, დაბა ხულოში ახალგაზრდების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე ღონისძიება გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, ხულოს ცენტრალურ მოედანზე, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნა. ფოტოპროექტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16...

შავი ზღვის მთელ სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს, 7 სექტემბერს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. მათივე ინფორმაციით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. „გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია...

ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრები აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. „ღია და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა დროებითი წევრების არჩევის პროცესი, რომელსაც აკვირდებოდა რვა სამოქალაქო ორგანიზაცია და ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დამკვირვებლები, ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში ადევნებდნენ თვალს“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცესკომ პირველ სექტემბერს, არჩევნების...

რუსთავში „ავერსის“ კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლების 80-მდე კონტაქტია დადგენილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი "ავერსის" კლასტერიდანაა. "ავერსის" კლინიკათა ქსელის რუსთავის ფილიალში კორონავირუსი დღეს კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ეპიდკვლევა აქტიურად მიმდინარებს, ამ დროისთვის დადგენილია 80-მდე კონტაქტი, მათგან 20 სკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი, 60 კი თვითიზოლაციაში. 31 აგვისტოდან დღემდე, კლინიკა ,,ავერსის" მედპერსონალს და მათ კონტაქტებს, ჯამში 15...

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დემეტრე თავდადებულისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

აზერბაიჯანმა რუსეთის სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

აზერბაიჯანმა უარი განაცხადა სამხედრო სწავლებაში „კავკასია - 2020“ მონაწილეობაზე, რომელიც რუსეთში სექტემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა სწავლებაში დამკვირვებლების სახით, ორი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნოს. მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“, „დსთ“-ს და „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ თანამშრომლობა გაფართოვდეს. მოსალოდნელია, რომ პირველი...

ლინას ლინკევიჩუსი – ევროკავშირის უმოქმედობა ბელარუსის საკითხში ძირს უთხრის საგარეო პოლიტიკის სანდოობას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ ევროკავშირის უმოქმედობა ბელარუსთან დაკავშირებით ძირს უთხრის მისი საგარეო პოლიტიკის სანდოობას. ამის შესახებ ლინკევიჩუსმა „Financial Times“-ს განუცხადა ინტერვიუში, რომელიც 6 სექტემბერს გამოქვეყნდა. მისივე თქმით, საჭიროა, ევროკავშირმა წაახალისოს დემოკრატია და დაუპირისპირდეს ბელარუსში რუსეთის გავლენას. მან აქვე აღნიშნა, რომ ევრობლოკმა „კონკრეტული დახმარება“ უნდა აღმოუჩინოს ბელარუსის ოპოზიციას. „ზოგჯერ ჩვენ ძალიან გვიან ვრეაგირებთ, ჩვენი ზომები ფრაგმენტულია და ვერ ახდენს ზემოქმედებას...

დღის ამბები