ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკა“ დროებით დაიხურა

16

ბათუმში “ხოზრევანიძის კლინიკამ” მუშაობა დროებით შეწყვიტა. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მუშაობის შეწყვეტის მიზეზი კლინიკაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაა, რომელიც თანამშრომელს დაუდასტურდა.
კლინიკის კლინიკური მენეჯერის დალილა ცივაძის განცხადებით , ტარდება , პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო სადეზინფექციო ღონისძიებები და მომსახურე პერსონალს უტარდება განმეორებითი პისიარ ტესტირება.