ბათუმში, კლინიკა “მედცენტრში” კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა

9

ბათუმში კლინიკა “მედცენტრში” კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ერთი ინფიცირებული კლინიკის თანამშრომელია, ხოლო მეორე – პაციენტი.

მათივე ინფორმაციით, კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

“გუშინ პაციენტს, რომელიც გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას კლინიკაში, დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება. რადგან ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა, გადავწყვიტეთ პაციენტის იზოლაცია და პისიარ ტესტის ჩატარება. პასუხი მოვიდა დადებითი. პაციენტს გადაიყვანენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ყველა კონტაქტი, მედპერსონალი და იმ სართულზე მყოფი პაციენტები გამოკლვეულია, ყველა პასუხი უარყოფითია. გაგრძელდება პერსონალის უფრო ღრმა კვლევები და გადავლენ იზოლაციაში. იქნებიან დაკვირვების ქვეშ. მედპერსონალი, 4 ადამიანი იყო უშუალო კონტაქტში. პაციენტები, ვინც იმ სივრცეში იმყოფებოდა, ყველას კვლევა ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. ორი დღის წინ, კოვიდ 19 დაუდასტურდა იზოლირებულ დიაგნოსტიკურ ერთ-ერთ განყოფილებაში ადამიანს, რომელიც არის ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ მომსახურეობას, რომელიც გადაყვანილია კლინიკაში“, – განაცხადა მედცენტრის” დირექტორმა მედეა ქაჯაიამ.

წყარო: www.interpressnews.ge