ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

8

 

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თანამშრომელი რეგისტრატურაში მუშაობს. ეპიდემიოლოგიური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინფიცირებულმა პირმა კლინიკა დატოვა , ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების კვლევა მიმდინარეობს.

კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

წყარო: www.interpressnews.ge