ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

10

ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. “მოქალაქეების” სახელით ბათუმში მაჟორიტარობისთვის გენრი დოლიძე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში გიორგი გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის კი გიორგი მასალკინი იბრძოლებს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მათ წარადგინეს მებრძოლი ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ ხალხისთვის, მათი პრობლემების მოსაგვარებლად და რეგიონის წარმატებისთვის.

ელისაშვილის შეფასებით, კანდიდატებმა დაამტკიცეს, რომ თავისი პრინციპების ერთგულები არიან.

“გენრი დოლიძე ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია. ის არის პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი, ბათუმისთვის მებრძოლი და საუკეთესო კანდიდატი ბათუმის მაჟორიტარობისთვის. გიორგი მასალკინი აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის იბრძოლებს. მას აქვს მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება და მიუხედავად ამისა, ის არის ძალიან პრინციპული, წესიერი, კეთილსინდისიერი ადამიანი და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ბათუმში. ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ოლქში გიორგი გაბაიძე კანდიდატურა წარვადგინეთ. გიორგი ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორსაც ჩვენ ვეძებთ – მშრომელი, პატიოსანი, განათლებული, არის წარმოშობით ხიხანის ხეობიდან და მაღალმთაინი აჭარის შვილია”,- აღნიშნა მან.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას პარტიის ლიდერები ლევან იოსელიანი, იოსებ კენჭაძე და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.