ჩაკეტილი ადამიანი იყო, რას განიცდიდა, არ ამბობდა – რას წერს ბაჩალიაშვილის ბებია ჩვენებაში

9

თამარ ბაჩალიაშვილის ბებიის, რიტა ზურაბიშვილი ჩვენებაში ყვება, რომ მისი შვილიშვილი ჩაკეტილი და ემოციური ადამიანი იყო.

მისი ჩვენების მიხედვით, ბაჩალიაშვილი ამზადებდა პროექტს, მაგრამ რა ტიპის პროექტზეა საუბარი, გარდაცვლილის ბებიისთვის უცნობია.

“თამარ ბაჩალიაშვილთან მქონდა ძალიან ახლო, ბებია-შვილიშვილური ურთიერთობა. იგი ჩემს საცხოვრებელ სახლში ატარებდა საკმაოდ დიდ დროს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, თუმცა თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი პიროვნება და პირად თემებზე, გრძნობებზე ან განცდებზე ფაქტიურად არ საუბრობდა. თამარი იყო ძალიან ემოციური ადამიანი, ამიტომაც მე ვცდილობდი მასთან მესაუბრა პოზიტიურ თემებზე, დამეყენებინა კარგ ხასიათზე, თუმცა კონკრეტულად რას განიცდიდა, ამაზე ჩემთან არ საუბრობდა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ თამარი მუშაობდა დეველოპერულ კომპანიაში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. თავად საუბრობდა, რომ ამზადებდა პროექტს, თუმცა რა პროექტზეა საუბარი, არ ვიცი, რადგან ვერ ვერკვევი კომპიუტერულ საკითხებში. ერთხელ ჩვენ ერთად გამოვაცხეთ ნამცხვრები, რომელიც თამარმა მიართვა თავის თანამშრომლებს”, – წერს ჩვენებაში რიტა ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ რიტა ზურაბიშვილმა უთხრა, რომ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუზე არ წასულიყო და “შემოლაწუნებით” დაემუქრა. მანვე აღნიშნა, რომ ის თამარის გამზრდელი ბებია არ არის და იბრალებს.