ლინას ლინკევიჩუსი – ევროკავშირის უმოქმედობა ბელარუსის საკითხში ძირს უთხრის საგარეო პოლიტიკის სანდოობას

2

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ ევროკავშირის უმოქმედობა ბელარუსთან დაკავშირებით ძირს უთხრის მისი საგარეო პოლიტიკის სანდოობას. ამის შესახებ ლინკევიჩუსმა „Financial Times“-ს განუცხადა ინტერვიუში, რომელიც 6 სექტემბერს გამოქვეყნდა.

მისივე თქმით, საჭიროა, ევროკავშირმა წაახალისოს დემოკრატია და დაუპირისპირდეს ბელარუსში რუსეთის გავლენას.

მან აქვე აღნიშნა, რომ ევრობლოკმა „კონკრეტული დახმარება“ უნდა აღმოუჩინოს ბელარუსის ოპოზიციას.

„ზოგჯერ ჩვენ ძალიან გვიან ვრეაგირებთ, ჩვენი ზომები ფრაგმენტულია და ვერ ახდენს ზემოქმედებას საზოგადოებაზე ან ხელისუფლებაში მყოფ პირებზე. როცა ჩვენ ერთგულად არ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ვალდებულებებს, ეს დაანგრევს ჩვენსავე საფუძველს. ბელარუსმა ხალხმა არ უნდა იგრძნოს თავი მიტოვებულად“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

აქვე ლიეტუვას საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისურვებდა, ევროკავშირს პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და კიდევ 29 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინა, როგორც ეს მისმა ქვეყანამ ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად გააკეთა.