IT Girl ბელა ჰადიდი: ტენდენციური ქუჩის სტილი

37

გასულ კვირას სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ნიუ-იორკის ქუჩებში მიმავალი დააფიქსირეს. ბელა ჰადიდი ყოველთვის გამოირჩევა გემოვნებიანი და ტენდენციური ლუქებით. ამიტომ, გასაკვირიც არაა, რომ ამ კვირასაც საუკეთესო ქუჩის სტილის სტატუსი ისევ ბელას ეკუთვნის.

ბელა ჰადიდი

ბელამ არაერთი ლუქით გვანახა, რომ ის ნამდვილი 90-იანი წლების მოდის გულშემატკივარია. ამაზე, არა მხოლოდ სამოსი, არამედ ვარცხნილობაც მეტყველებს. ამ კვირას მოდელი მოკლე ტოპს დიდი ზომის პერანგს და აქსესუარებს უხამებს. როგორც უკვე ვიწანასწარმეტყველეთ, დიდი ზომის ღია ფერის ჯინსის შარვალი წელს აქტუალური იქნება.