6 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში რეექსპორტზე 10 527 ავტომობილი გავიდა

4

2020 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანში სხვადასხვა დანიშნულების 27 792 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, – იტყობინება საიტი haqqin.az.

ქვეყნის საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, ეს 4818 ერთეულით, ანუ 21%-ით მეტია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ მეზობელ ქვეყანაში ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი საქართველოა  – საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში 10 527 ავტომობილი გავიდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში – 8379.

აზერბაიჯანში საქართველოდან 2020 წლის 6 თვეში ექსპორტირებულია 114,1 მლნ. დოლარის ავტომობილები, 99 მლნ დოლარით მეტი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს საავტომობილო რეექსპორტმა 2020 წლის 6 თვეში 17 357 ერთეული შეადგინა, შესაბამისად, აზერბაიჯანზე მთლიანი მაჩვენებლის ნახევარზე მეტი მოდის. შემოსავალმა ავტომობილების რეექსპორტისგან 184 მლნ. დოლარი შეადგინა.

ეს ორივე მაჩვენებელი ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, როდესაც ექსპორტზე 37 821 ავტომობილი გავიდა, ხოლო შემოსავალმა 282 მლნ. ლარი შეადგინა