4 ჯინსის შარვალი, რომელიც მთელი წელი ტრენდული იქნება

24

ჯინსის შარვალი ის სამოსია, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის, თუმცა ცხადია, სტილი ყოველ წელს და ყველა სეზონზე იცვლება. დღეს შემოგთავაზებთ ცნობილი ადამიანების რჩეულ ჯინსის შარვლებს.

თუკი სამოსს თანამედროვე მოდის ტენდენციების გათვალისწინებით ირჩევთ, მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ისაა, რომ წელს ტრენდულია მაღალწელიანი და ბოლოში ოდნავ გაფართოებული ჯინსის შარვლები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სტილი 90-იანი წლების მოდის გავლენას განიცდის, თუმცა სამოსის ოდნავ სახეცვლილ ვარიაციებს გვთავაზობს.

1

მაღალწელიანი ჯინსის შარვალი

კაია გერბერი მაღალწელიანი და ბოლოში ოდნავ გაფართოებული ჯინსის შარვლით.

2

90-იანების შთაგონება

ქენდალ ჯენერი 90-იანი წლების სტილით შთაგონებულ ფართო ჯინსის შარვალში.

3

გაშლილი ტოტები

ალესანდრა ამბროსიო ტენდენციურ ჯინსის შარვალში, რომელსაც მუხლს ქვემოთ მკვეთრად გაფართოებული ტოტები აქვს.

4

ღია ფერის Mom Jeans

მედისონ ბიერი კლასიკად ქცეულ ე.წ. Mom Jeans-ში.


შეარჩიეთ ჯინსი სეზონის ტრენდების შთაგონებით

მოდის ექსპერტთა შეფასებით, ასეთი სტილი მთელი წლის განმავლობაში ტრენდული იქნება. თუ ჯინსის შარვლის ყიდვას გეგმავთ და ჯერ სტილი არ მოგიფიქრებიათ, შესაძლოა, ქვემოთ მოცემული ფოტოები თქვენი შთაგონების წყაროც კი გახდეს.