ჯესი ჯეი ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის სამოსში

11

ჯესი ჯეი უახლეს ფოტოსესიაში ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის სამოსში გამოჩნდა. ქართველი დიზაინერების შექმნილი სამოსის ხილვა მსოფლიო დონის ვარსკვლავზე ყოველთვის საოცრად სასიხარულოა.

ჯესი ჯეიმ Instagram-ზე შავ-თეთრი ფოტოსურათი გააზიარა წარწერით: „ყველა ქალისთვის მსოფლიოს გარშემო“, მხარდამჭერი მესიჯის მატარებელ ფოტოსურათზე მომღერალმა შავი გამჭვირვალე კაბა მოირგო, გაბერილი მკლავებითა და მაქმანებიანი დეტალებით, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დამზადებულია საქართველოში, ქართველი დიზაინერის მიერ.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც მომღერალმა ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო. 2018 წელს, მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლისას, ჯესი ჯეი სცენაზე ანუკი არეშიძის მბზინვარე კოსტუმში წარსდგა.

ჯესი ჯეის ლუქის მიღმა, მოდის რეალტორი tata-LA დგას, რომელიც არაერთ წარმატებულ ქართველ დიზაინერს უწევს პოპულარიზაციას მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან და ნამდვილად ნიჭიერ ადამიანებს საქართველოდან თავიანთი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება.