წყალბადის ჰიპერქარი Hyperion XP-1: შთამბეჭდავი მონაცემებით

24

სამხრთ კალიფორნიულმა კომპანიამ Hyperion Motors გაამხილა ტექნიკური მახასიათებლები წყალბადის სუპერქარზე XP-1, რომელზეც ბოლო 10 წელიწადი მუშაობდა. მოდელი ამ მომენტისთის პროტოტიპის სახელს ატარებს, თუმცა მისი სერიული წარმოება დაიწყება 2022 წლიდან.

Hyperion Motors-ის ტიზერული კაპმანია თანმხლები განცხადებით გამოდიოდა, რომ მას გამოუვიდა „კოსმოსური ტექნოლოგიების ადაპტირება ჩვეულებრივ გზებზე“. რაზეა კონკრეტულად საუბარი მაინც უცნობია, თუმცა კომპანიაში გვარწმუნებენს რომ გამოყენებულია „ნასას“ ტექნოლოგია: ეს ეხება როგორც წყალბადის გენერაციის მოწინავე ტექნოლოგიას, ასევე ახალი ტიპის მასალებს.მაგალითად მისი მონოკოკი დამზადებულია მეტალოკომპოზიტისგან, რომლის შემადგენლობაშია ნახშირბოჭკო და ტიტანი, დიფუზორი არმირებულია კავლარით. ამან კი

შესაძლებელი გახადა ავტომობილის წონის შენარჩუნება 1032 კგ-მდე.

Hyperion Motors — ეს არის ერთ-ერთი იმ სამთაგანი განყოფილებიდან კომპანიისა Hyperion Inc. დანარჩენი ორი — Hyperion Energy და Hyperion Aerospace — დაკავებულია ენერგეტიკულ და აეროკოსმოსურ დარგებში. მათ ერთი რამ აერთიანებთ პროექტებში წყალბადის გამოყენება.

Hyperion XP-1-ის ძალისმიერ ნაწილში ვხედავთ რამდენიმე ელექტროძრავს მუდმივე მაგნიტებზე, იონისტორს რომელიც დენის წყაროდ გვევლინება, საწვავის ელემენტების მოდულებს პოლიმერული ელექტროლიტული მემბრანითა და სამსაფეხურიან ტრანსმისიას. წყალბადი ინახება ნახშირბოჭკოვან ბალონებში, ხოლო მისი მარაგი საკმარისია ერთჯერადად 1635 კმ მანძილის დასაფარად. მას 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად 2,2 წამი სჭირდება, ხოლო მისი

მაქსიამლური სიჩქარე შეადგენს 355 კმ-ს.

ჰიპერქარის წარმოება შტატებში მოხდება. ის მხოლოდ 300 ეგზემპლარად გამოვა, მიწოდება კი 2022 წლიდან მოხდება. ინფორმაცია ფასზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება.