ქენდალ ჯენერი: მოდელმა პრინცესა დიანას სტილი გაიმეორა

41

24 წლის სუპერმოდელი პაპარაცებმა მალიბუში ყავის სახლში მიმავალი დააფიქსირეს. ქენდალ ჯენერი როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიურებოდა. ქენდალმა საკმაოდ სადა და მარტივი ჩაცმულობით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ზაფხულში სულ მცირე 2 ერთეულიც კი საკმარისია იმისათვის, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდე.

ქენდალის ჩაცმულობა საოცრად ჰგავს პრინცესა დიანას სტილს, რომელიც ლედი დიმ 1986 წლის 20 ივნისს, პოლოს მატჩზე მოირგო. ვნახოთ, რას გვთავაზობს ქენდალ ჯენერი და ვიშოპინგოთ მისი ლუქის შთაგონებით.

სუპერმოდელმა კუბოკრული, ე.წ. Gingham სტილის მაღალწელიანი შარვალი მოირგო და მას თეთრი ტოპი შეუხამა. ქენდალმა მისთვის ყველაზე საყვარელი ოთხკუთხა სტილის სათვალეები მოირგო და ლუქს Converse-ის თეთრი კედები შეუხამა.