სექტორები, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

43

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რიგ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. კერძოდ, უცხოური ივესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა: უძრავი ქონებაში -93%-ით, მშენებლობაში – 79,6%-ით და დამამუშავებელ მრეწველობაში – 31,9%-ით.

რაც შეეხება კონკრეტულ სექტორებს, სადაც ინვესტიციები შემცირდა ასე გამოიყურება:

  • უძრავი ქონების სექტორი – 2019 წელს – 8,7 მლნ აშშ დოლარი – 2018 წელს – 130.7 მლნ აშშ დოლარი
  • მშენებლობა – 2019 წელს 35.3 მლნ აშშ დოლარი – 2018 წელს – 173.8 მლნ აშშ დოლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა – 2019 წელს 52.4 მლნ აშშ დოლარი – 2018 წელს – 62.3 მლნ აშშ დოლარი
  • დამამუშავებელი მრეწველობა- 2019 წელს – 115.3 მლნ აშშ დოლარი – 2018 წელს – 169.5 მლნ აშშ დოლარი
  • საფინანსო სექტორი 2019 წელს – 272.1 მლნ აშშ დოლარი – 2018 წელს – 274.0 მლნ აშშ დოლარი
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 2019 წელს – 126.8 მლნ აშშ დოლარი – 2018 წელს 163.1 მლნ აშშ დოლარი

ცნობითვის, დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წელს 1 310.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემებზე 0.3 %-ით მეტია და 3.4 %-ით აღემატება 2019 წლის წინასწარ მონაცემებს. 2018 წელს საქართველოში 1,306 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით 2019 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.4% შეადგინა. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 33,2% იყო.

რაც შეეხება 2020 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს, წელს 171, 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.