საქართველოს უცხოელი კრედიტორების 6.6 მლრდ აშშ დოლარი მართებს

5

საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1 აგვისტოსთვის საქართველოს უცხოელი კრედიტორების მიმართ $6.6 მლრდ მართებს, $1,233 მლრდ-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებული მონაცემებით, საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში $451 მლნ-ით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $4,438 მლრდ მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი; სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება $1,4 მლრდ-ია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.