როლებით შთაგონებული კაბები წითელ ხალიჩაზე

7

გლამურული წითელი ხალიჩები, თვალისმომჭრელი კაბები და საუკეთესო თუ ყველაზე ცუდი ჩაცმულობების განხილვა ის ერთ-ერთი რამაა, რაც კოვიდ 19-მა 2020 წელს ხელიდან გამოგვაცალა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე რეზონანსული ფოტოების მოპოვება წითელი ხალიჩიდან არ შეგვიძლია, შესაძლებლობა გვაქვს თვალი არქივს შევავლოთ და გავიხსენოთ მსახიობები, რომლებიც ხალიჩებზე თავიანთი ფილმისა და პერსონაჟის შთაგონებით შექმნილი სამოსით მივიდნენ.

1

ბიონსე – „მეფე ლომი“ / The Lion King: ლონდონში, ფილმის პრემიერაზე ბიონსე „მეფე ლომით“ შთაგონებულ კაბაში მივიდა, რომელიც დიზაინერ Cong Tri-ს ეკუთვნოდა.

2

2. კირა ნაითლი – „მაკნატუნა“ / The Nutcracker: კირა ნაითლიმ ფილმის პრემიერის დღეს თეთრი კაბა შეარჩია, რომელიც მისი დიზაინერის თქმით, ფილმის მსგავსად მაგიური გახლდათ.

3

3. კირა ნაითლი – „კოლეტი“ / Colette: რამდენიმე თვით ადრე მსახიობმა რადიკალურად განსხვავებული მე-20 საუკუნის მწერლის როლი მოირგო და წითელ ხალიჩაზეც შესაბამისად მივიდა – კირას სმოკინგი ამშვენებდა.

4

4. მარგო რობი – „ერთხელ, ჰოლივუდში“ / Once Upon a Time in Hollywood: კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმის პრემიერაზე, რომელიც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, ჰოლივუდის მშვენება მარგო რობი კვლავ საოცრად გვახსენებდა შერონ ტეიტს, 1960-იანი წლების მსახიობს. მარგოს პრემიერაზე Chanel ემოსა.

5

5. ემბერ ჰარდი – „აქვამენი“ / Aquaman: ფილმ Aquaman-ში ემბერ ჰარდი ოკეანის დედოფლად მოგვევლინა და ამ როლიდან გამოსვლა მსახიობს გადაღებების დასრულების შემდეგაც გაუჭირდა, ემბერი ფილმის პრემიერაზე Valentino-ს კაბითა და თავსაბურავით მივიდა.

6

7. ანჯელინა ჯოლი – „მალეფისენტი“ / Maleficent: ანჯელინა ჯოლიმ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, მალეფისენტის როლი მოირგო და წითელ ხალიჩაზეც საკუთარი პერსონაჟის შთაგონებით შექმნილი სამოსით მივიდა.

7

9. ემილი ბლანტი – „მერი პოპინსი“ / Marry Poppins: როდესაც ემილი ბლანტმა მსოფლიოსთვის ყველაზე კარგად ცნობილი პერსონაჟის როლი მოირგო, გადაწყვიტა ამავე როლით წითელ ხალიჩაზეც გამოჩენილიყო.

8

10. ლილი ჯეიმსი – „კონკია“ / Cinderella: ლილი ჯეიმსმა ზღაპრული კონკიას როლი ჯერ ეკრანებზე, შემდეგ კი ფილმის თითოეულ პრემიერაზე მოირგო და წითელ ხალიჩაზე ყოველ ჯერზე გაიბრწყინა.

9

11. ემა უოტსონი – „მზეთუნახავი და ურჩხული“ / Beauty and the Beast: Disney-ს კიდევ ერთი თანამედროვე პრინცესა ემა უოტსონი აღმოჩნდა, მსახობმა ბელა წითელ ხალიჩებზეც განასახიერა.

10

12. კარა დელევინი – „ვალერიანი“ / Valerian: კარამ მოდისა და წითელი ხალიჩების შესახებ ერთი-ორი რამ ნამდვილად იცის, სუპერმოდელი და მსახიობი ფილმ Valerian And The City Of A Thousand Planets-ის პრემიერაზე Iris van Herpen-ის კაბით მივიდა.

11

13. გალ გადოტი – „ქალი საოცრება“ / Wonder Woman: რეალურ ცხოვრებაშიც ქალი საოცრება გალ გადოტი თავისი სუპერგმირის პატივსაცემად Wonder Woman-ის პრემიერებზე სწორედ მისი პერსონაჟისთვის შესაფერის სამოსში ჩნდებოდა.

12

14. ბლეიქ ლაივლი – „უბრალო სამსახური“ / A Simple Favor: ფილმის პრომო ტურსა და პრემიერებზე ბლეიქმა საკუთარი პერსონაჟის სტილი მოირგო.