მინსკში სპეცრაზმელებმა ფარები დაუშვეს და აქციის მონაწილეები ჩაეხუტნენ

13

 

მინსკში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ.როგორც ბელარუსული მედია იუწყება, მთავრობის სახლთან მობილიზებულმა სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების გამოჩენისას ფარები დაუშვეს. ამ მოვლენების ამსახველ ვიდეოს tut.by ავრცელებს. ასევე, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელებს აქციის მონაწილეები ჩაეხუტნენ.