„მანჩესტერმა“ სანჩოს ალტერნატივა შეიგულა

20

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ იუნაიტედი“ „იუვენტუსის“ შემტევის, დუგლას კოსტას გადაბირებას ეცდება – გვამცნობს Sky Sports.

29 წლის ბრაზილიელში მანკუნიანელთა ხელმძღვანელობა ჯეიდონ სანჩოს ალტერნატივას ხედავს, რომლის ყიდვასაც აპირებდა, მაგრამ დორტმუნდის „ბორუსიამ“ არ გაუშვა.

გასულ სეზონში კოსტამ „იუვენტუსის“ მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი მიითვალა. პორტალი transfermarket ბრაზილიელს 24 მილიონ ევროდ აფასებს.