იაპონიის ხელისუფლება ცდილობდა Nissan და Honda-ს გაერთიანებას

5

იაპონიის ხელისუფლების წარმოამდგენლები ცდილობდნენ მომხდარიყო ორი იაპონური საავტომობილო კომპანიის Nissan და Honda-ს გაერთიანება. ამისთვის ისინი მხარეებს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებდნენ წერს გამოცემა Financial Times წყაროზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით აღნიშნული ინიციატივა გამოწვეული იყო ქვეყნის  საავტომობილო ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციითა და უახლესი ტექნოლოგიებზე მოთხოვნით. გარდა ამისა ცაკლეული ჩინოვნიკები შეშფოთებული იყვნენ  Nissan-ის მომავლითაც, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს ძალიან რთულ სიტუაციაში თუ გაწყდება ალიანსი ფრანგულ Renault-თან, კარლოს გონის სკანდალური დაკავების შემდეგ, რომელიც თავის დროზე იყო Renault – Nissan – Mitsubishi ალიანსის ხელმძღვანელი.

როგორც ცნობილია კარლოს გონი 2018 წელს

დააკავეს თაღლითობისთვის, რის შემდეგაც მან გაქცევით დააღწია თავი პატიმრობას და ლიბანში გაიქცა.

რაც შეეხება თავად კომპანიებს Nissan-მა და Honda-მ უარყვეს შერწყმის იდეა, შედეგად კი მოლაპარაკებები არ შედგა. გამოცემის წყაროების ცნობით ამ მიზანს რამდენიმე წინაღობა უძღოდა წინ: მათ შორის საერთო დეტალების გამოუყენებლობა ავტომობილების წარმოებაში ფუნდამენტური განსხვავების გამო, კომპანიების პრინციპიალურად განსხვავებული ბიზნეს მოდელი, ასევე Nissan-ის კონცენტრაცია Renault-სთან ალიანსის გამყარებაზე.