იანვარ-ივლისის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი 31,1 %-ით შემცირდა

25

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2020 წლის ივლისის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 16,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით  ანუ 3,2%-ით მეტია ივნისის თვის მაჩვენებელთან (15,6 ათასი ტონა) შედარებით და 3,2 ათასი ტონით ანუ 16,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,3 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 68,9%  (11,1 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 26,1% (4,2 ათასი ტონა) – ერაყიდან, 5,0% (0,8 ათასი ტონა) – რუსეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 57,2 ათასი ტონა, რაც 25,7 ათასი ტონით ანუ 31,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (82,9 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 59,3% (33,9 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი – 19,6% (11,2 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა – 13,3% (7,6 ათასი ტონა),  რუსეთი – 5,6% (3,2 ათასი ტონა), სომხეთი – 1,6% (0,9 ათასი ტონა),  გაერთიანებული ემირატები – 03% (0,2 ათასი ტონა), თურქეთი – 0,3% (0,2 ათასი ტონა).