ელექტრო Mercedes-Benz S-Class სავალი მარაგის რეკორდს დაამყარებს

9

Daimler-ის აქციონერთა საბჭოს ყოველწლიურ მიმართვაზე კონცენრის ხელმძღვანელმა ოლა კალენიუსმა განაცხადა, რომ  მომავალი ელექტრო სედანი Mercedes-Benz EQS სვლის მარაგის რეკორდს დაამყარებს ელექტრომობილებს შორის და ის 700 კმ-ს მიაღწევს. თანაც ამ მაჩვენებლის მიღწევა მოხდება რეალისტური WLTP ციკლის მიხედვით.

„სედანი — Mercedes-Benz EQS ეს იქნება ახალი მწვერვალი სამოდელო ხაზის ელექტროფიცირების პროცესში და ზოგადად გერმანიის ავტოინდუსტრიის მომავლის სიმბოლო“ – განაცხადა კალენიუსმა.

მისი წარმოება ულტრათანამედროვე ქარხანაში – Factory 56-ში მოხდება, რომელიც ზინდელფინგენში მდებარეობს. მას მელემენტებს მიაწვდის შტუტგარტის აღმოსავლეთით მდებარე უნტერტრიუკჰაიმის ქარხანა. მოდელი EQS კომფორტისა და ფუფუნების

იმავე დონეს შემოგვთავაზებს როგორსაც ვხედავთ სტანდარტულ S-Class-ში. ის აეწყობა MEA პალტფრმაზე რომელიც ახლებური მიდგომის საშუალებას იძლევა კომპონირებისა და დიზაინის კუთხით. ავტომობილების პირველი პარტიის მიწოდება მომავალ წელს დაიწყება.

ოლა კალენიუსის განცახდებით მოდელს ერთჯერადი დამუხტვით 700 კმ მანძილის გავლა შეეძლება, რაც ამ სფეროში რეკორდული ამჩვენებელია და ამ დორისთვის მიუღწეველია ისეთი სერიული წარმოების ავტომობილისთვისაც კი როგორია Tesla Model S Long Range Plus.