ელექტროქროსოვერმა Hyundai Kona ერთჯერადი დამუხტვით 1000 კმ გაიარა

9

კომპანიამ Hyundai გერმანულ ტრასა ლაუზიცრინგზე ჩაატარა ენერგოეფექტურობის ტესტები მოდელისთვის Kona Electric. სამდღიანი გასვლების განმავლობაში სამივე ქროსოვერმა ერთჯერადი დამუხტვით 1000 კმ-ზე მეტი დაფარეს.

ტესტებში მონაწილეობდა სამი ქროსოვერი Kona Electric ქარხნულ კომპლექტაციაში და არანაირი მოდიფიკაციით. სამივე მათგანში გამორთული იყო კონდიციონერი და აუდიოსისტემა და ტესტი 35 საათს გაგრძელდა. გარდა ამისა ცდების დროს მათ ჩამქრალი ჰქონდათ ფარებიც.

მძღოლები ტრასაზე გადაადგილდებოდნენ საშუალოდ 30 კმ/სთ სიჩქარით. აღნიშნული სიჩქარე ტიპიურია ევროპულ ქალაქებში ავტომობილების გადაადგილებისთვის. ფინალურ დღეს კი სამივე მათგანმა შეძლო 20 კმ მანძილის გავლა ისე რომ მთვლელზე 3%

ენერგიას უჩვენებდა მხოლოდ. სრულად დაცლის შემდეგ კი ბოლომდე გაჩერებამდე მათ რამდენიმე ასეული მეტრიც გაიარეს.

ელექტრომობილებმა დაძლიეს 1018, 1024 და 1026 კმ მანძილი. ყველა ეს მაჩვენებელი გახდა რეკორდული ავტომობილისთის რომელსაც აქვს 64 კვს სიმძლავრის ელემენტი. ენერგიის ხარჯვამ კი 100 კმ-ზე შეადგინა 6,28, 6,26 და 6,24 კვს. ეს კი მნიშვმნელოვნად დაბალია სტანდარტულ მაჩვენებელზე როცა 100 კმ-ზე 14,7 კვს ენერგიის ხარჯვა ხდება WLTP სტანდარტის მხიედვით.

Hyundai Kona-ს ელექტროვერსია 2018 წელს წარმოადგინეს. საბაზისო ქოროსვერი აღჭურვილია 135 ძალიანი ძრავითა და 39,2 კვს სიმძლავრის ელემენტებით. ოფიციალურად მას 300 კმ მანძილის გავლა

შეუძლია ერთჯერადი დამუხტვით. ტოპ ვარიანტის სვლის მარაგი კი 452 კმ-ია.