დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი გარდაიცვალა

24

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.

“რობერტი ჩემთვის არა მხოლოდ ძმა, არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო. ძალიან მოგვენატრება, მაგრამ კვლავ შევხვდებით. მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. რობერტ, მე შენ მიყვარხარ. მშვიდად განისვენე”, – წერია ტრამპის განცხადებაში.

რობერტ ტრამპი ავად რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. ის ჰოსპიტალში 14 აგვისტოს მოათავსეს, თუმცა მისი ავადმყოფობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.