დავით ხოჭოლავა: “მეორე გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა”

9

დონეცკის „შახტარის“ ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ევროპა ლიგის ნახევარფინალში მილანის „ინტერთან“ გამანადგურებელი (0:5) მარცხის შემდეგ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, გარდამტეხი მეორე გოლი გამოდგა.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. შეტევაში და დაცვაში რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო მეტად კარგად უნდა გვეთამაშა, ეს არც განიხილება. ჩემი აზრით, მეორე გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა, „ინტერს“ კი ძალიან სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს, რომელთა წინააღმდეგ ერთ-ერთზე თამაში რთულია.

პირველ ტაიმში უკან კარგად ვიჯექით, შეტევასაც კარგად ვიწყებდით, მაგრამ ბევრი მომენტის შექმნა ვერ შევძელით და რა თქმა უნდა, პირველმა გაშვებულმა გოლმაც გუნდზე ცუდი გავლენა იქონია“, – თქვა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, რომ „შახტარის“ რიგებში ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. ევროპა ლიგის ფინალში კი 21 აგვისტოს, „ინტერი“ „სევილიას“ შეხვდება.