დავით ბაქრაძემ ლანჩხუთში მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი წარადგინა

5

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ლანჩხუთში მხარდამჭერებს შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა.

პარტიის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლის დროს გაზრდილ კრიმინალზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ნეპოტიზმზე და ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„მე მჯერა, რომ ბევრი ადამიანი მოვა ლანჩხუთში, გურიაში არჩევნებზე ვისაც უნდა საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტიის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ კონკრეტული გეგმა გააცნო.