ბიტკოინის კურსი 2019 წლის აგვისტოს მაქსიმუმზეა

34

ციფრული ვალუტა ბიტკოინის კურსი გასულ დღე-ღამეში 4,14%-ით გაიზარდა და თბილისის დროით 19 საათისთვის 12,3 ათას დოლარს მიაღწია ერთეულ ვალუტაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Coinmarketcap ავრცელებს. ბოლოს ბიტკოინი 12,3 ათასი დოლარი 2019 წლის აგვისტოში ღირდა.

პორტალის ინფორმაციით, ბიტკოინის კაპიტალიზაციამ ორშაბათისთვის 227,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ამ კრიპტოვალუტის ფასი მნიშვნელოვნად იზრდება 2020 წლის ივლისის შემდეგ.

შეგახსენებთ, მაქსიმალურ ფასად 20 ათას დოლარად ბიტკოინი 2017 წლის დეკემბერში ივაჭრებოდა.

ბიტკოინი ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვენდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა ბიტკოინის პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. ბიტკოინის ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.