იდრის ელბა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველად გამოჩნდა

13

იდრის ელბა ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველად გამოჩნდა.

47 წლის მსახიობი, რომელსაც ვირუსი მარტში დაუდგინდა, პაპარაცებმა ლონდონის ქუჩებში შენიშნეს. იდრის ელბა იზოლაციის დროს ნიუ-მექსიკოში იმყოფებოდა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ლონდონში დაბრუნდა.

იდრის ელბასთან ერთად, მარტის მიწურულს, ახალი კორონავირუსი მის ცოლს საბრინა ელბასაც დაუდგინდა. წყვილის თქმით, მათ ვირუსის დროს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდათ, თუმცა იდრის ელბას მდგომარეობა უფრო საყურადღებო იყო, რადგან მსახიობს ასთმა აქვს.

ტომ ჰენქსისა და რიტა უილსონის შემდეგ, იდრის და საბრინა ელბები ერთერთი პირველი ცნობილი წყვილია, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.