ფერარი კლასიკური 250 GTO-ს წარმოებას განაახლებს

30

„ფერარის“ შეფმა სერჯო მარკიონემ გამოცემა Top Gear-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი კომპანია ლეგენდარული მოდელის, 250 GTO-ს წარმოების განახლებას აპირებს. მაგრამ „იაგუარისგან“ განსხვავებით, მარანელოელები ძველი მოდელის ზუსტი ასლების გამოშვებას არ აპირებენ.

„მე არ მომწონს ტერმინი ავტომობილის ხელახლა გამოშვება. „იაგუარი“ საზრიანად მოიქცა. 250-ის ხელახლა გამოგონება ძალიან ძნელია, წარსულის კისერზე ჯდომა ცუდი ჩვევაა. თუმცა ვფიქრობ, უახლოეს წლებში რაღაც ამგვარის ჩვენებას შევძლებთ“, – ამბობს მარკიონე.

Auto Bild„ფერარი“ დიდი ტურიზმის კლასის (GT) მოდელ 250 GTO-ს 1962-1964 წლებში უშვებდა მხოლოდ იმისთვის, რომ FIA GT3-ის სარბოლო კლასის ჰომოლოგაცია

მიეღო. სულ 39 ავტომობილი დამზადდა, რომელთაგან სამი მძლავრი ძრავით იყო აღჭურვილი და მათი სახელი იყო 330 GTO. რაც შეეხება 250 GTO-ს ბერლინეტას ძარით, ის აღჭურვილი იყო 3.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალაა. მასთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობდა.

  • 250-ე სერიის ავტომობილი რებოლებში საკმაოდ წარმატებული იყო. მას მოგებული აქვს სებრინგის 12-საათიანი რბოლა და სპორტული ავტომობილების მსოფლიო ჩემპიონატები (1962, 1963 და 1964 წლებში).

250 GTO აუქციონების რეკორდსმენია. კოლექციონერები მასში ყველაზე დიდ ფულს იხდიან. მაგალითად, 1962 წელს გამოშვებული 250 GTO აუქციონზე, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, 38 მილიონ

დოლარად გაიყიდა. 2016 წელს ბრიტანულმა კომპანია „ტალაკრესტმა“ 250 GTO-ში 45 მილიონი სტერლინგი (62.5 მილიონი დოლარი) მოითხოვა.

რაც შეეხება „იაგუარს“, მან 2014 წელს გამოაცხადა, რომ ლეგენდარული E-Type-ს წარმოებას განაახლებს. „იაგუარ კლასიკმა“ 6 ეგზემპლარი ააწყო, რომლებიც ორიგინალური ნახეზების შესაბამისად შეიქმნა. ბრიტანული კომპანია ამ ავტომობილს 1963-1964 წლებში აწარმოებდა და სულ 18 ცალი გამოუშვა. E-Type-ს აღდგენის შემდეგ, „იაგუარმა“ XKSS-ც აღადგინა.